A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ადა ადე ადი ადლ ადმ ადრ

ადრენოლეიკოდისტროფია

Rus. адренолейкодистрофия
ხასიათდება ადისონის და შილდერის დაავადებების სიმპტომების თანაარსებობით. დაავადება იწყება ბავშვთა, იშვიათად მოზარდთა და მოზრდილთა ასაკში, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობით (მელანოდერმია), რომელსაც რამდენიმე თვეში (ან წელი) თან ერთვის ცნს-ის პათოლოგია. სკოლაში აკადემიური მოსწრების ჩამორჩენა, დიზართრია, სპასტიკური პარეზები, მზარდი დემენცია და საბოლოო სტადიაში ვითარდება დეცერებრაციული რიგიდობა, მორფოლოგიურად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში დისტროფიული და თავის ტვინის ქერქქვეშა უბნებში (პუტამენი, პალიდუმი და თალამუსი), უხეში სუდანოფილური რღვევის მოვლენები. ეტიოლოგია უცნობია. გამოთქმულია ჰიპოთეზა გენეტიკური ოჯახური გადაცემის შესახებ (X-ქრომოსომის პათოლოგია გადაცემის რეცესიული ტიპი) ავადდებიან მხოლოდ მამაკაცები(Siemerling E., Kreutzfeldt H.G., 1923)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9