A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები მწვავე

Rus. алкогольные энцефалопатии острая
(Gayet Ch.J.A., 1875; Wernicke C., 1881). ალკოჰოლური ენცეფალოპათიის ხშირი ვარიანტი. ვითარდება მწვავე დელირიული სინდრომის (პროფესიული ან მუსიტირებადი) შემდეგ დასაწყისში დამახასიათებლია ძილიანობის ან აგზნების პერიოდები, წყვეტილი ბოდვითი და ჰალუცინაციური განცდები, ამნეზიური დეზორიენტირების მოვლენები. სწრაფად მატულობს ფიზიკური სისუსტე, ანორექსია, ადინამია. დასაწყისშივე – ჰიპერკინეზები, ეპილეფსიფორმული გულყრები. ძილიანობის ფონზე – აგზნების ეპიზოდები დელირიული ტიპის ჰალუცინაციებით. ნევროლოგიურად – ნეიროვეგეტატიური მოშლილობანი, მხედველობით-მოტორული კოორდინაციის დარღვევები, არამუდმივი კუნთოვანი ჰიპერტონია, პერიოდულად ჰიპოტონია. მენინგიალური ნიშნები კეფის კუნთების რიგიდობის სახით, კიდურთა უნებლიე მოძრაობანი, პათოლოგიური რეფლექსები, ცერებელური დარღვევები. დამახასიათებელია სიმპტომთა ტრიადა: ცნობიერების აშლა (გაბრუება), ატაქსია და ოფთალმოპლეგია. არაიშვიათია ლეტალური გამოსავალი. ხშირად ფორმირდება ტრანზიტორული ორგანული ფსიქოსინდრომი, მათ შორის კორსაკოვის სინდრომი. მორფოლოგიურად – წერტილოვანი სისხლჩაქცევები და სისხლძარღვთა კედლის უჯრედთა ჩაზრდა მეზენცეფალონის მიდამოში, III და IV პარკუჭში, ტვინის ღრმა სტრუქტურებში
Synonym: გაიე-ვერნიკეს ალკოჰოლური ენცეფალოპათია, ენცელოპათია ვერნიკესი, ვერნიკეს დაავადება, ვერნიკეს სინდრომი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9