A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური პარანოიდი მწვავე

Rus. алкогольный параноид острый
ფსიქოზი ვითარდება ძირითადად აბსტინენციის პერიოდში, იშვიათად ღრეული სმის დროს პროდრომში, თუკი ასეთი შეიმჩნევა. გამოხატულია ბოდვითი განწყობა, ვერბალური ილუზიები და შფოთვა. ჩვეულებრივ ფსიქოზი იწყება მწვავედ, ავადმყოფს უვითარდება მტკიცე აზრი, რომ მას უპირებენ ფიზიკურ განადგურებას. გარშემომყოფები აღიქმებიან როგორც მტრები, რომლებიც უთვალთვალებენ მის ყოველ მიმიკას, ჟესტს, ქცევას, თითოეულ სიტყვას და ფრაზას. გარემოში მომხდარი აღიქმება როგორც ამ თვალთვალთან უშუალოდ დაკავშირებული. ისინი ხედავენ შესაძლო თავდამსხმელებს სხვადასხვა იარაღით, დანით, პისტოლეტით, ჩამოსახრჩობი თოკით და სხვა. ყველაფერი ეს დასტურდება მათი ერთმანეთთან გადალაპარაკებებით (ვერბალური ილუზიები). მდევრები ან სრულიად უცნობები არიან, ან ავადმყოფებს ექმნებათ გრძნობა, რომ ისინი უკვე ნანახი ყავთ. ასეთ მწვავე ხატოვან ბოდვას ყოველთვის თან ახლავს მწვავე შიშის და შფოთვის განცდები. ავადმყოფების ქცევა იმპულსურია. ცდილობენ დაიმალონ გაიქცნენ, არაიშვიათად შიში იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფები ჩადიან საკუთარი სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებებს, ხტებიან მოძრავი ტრანსპორტიდან, ნახევრადშიშვლები გარბიან უკაცრიელ ადგილებში. შეუძლიათ მიიყენონ სხეულის მძიმე დაზიანება, რომ „მოკვდნენ უფრო ადვილი სიკვდილით“. სხვა შემთხვევაში ან თავდაცვის მიზნით ანხორციელებენ თავდასხმას, ან გარბიან ადმინისტრირებულ ორგანოებში საშველად. საღამოს და ღამის საათებში შეიძლება განვითარდეს დელირიული სიმპტომები და ვერბალური ჰალუცინაციები. ფსიქოზის ხანგრძლივობა რამოდენიმე დღიდან, რამოდენიმე კვირამდეა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9