A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამტ ამუ ამფ

ამბივალენტობა

Rus. амбивалентностъ
L. ambi – ირგვლივ, ორივე მხარეს, valens – ძლიერი
ცნება, რომელიც შემოღებულია შიზოფრენიის ერთი მნიშვნელოვანი ნიშნის აღსანიშნავად – მიდრეკილება. უპასუხოს გარეგან გამღიზიანებლებზე ორმაგი, ურთიერთსაწინააღმდეგო, ანტაგონისტური რეაქციით. განასხვავებენ ამბივალენტობის სამ სახეს: 1) აფექტურ სფეროში – ერთი და იგივე მოვლენა მიმდინარეობს სასიამოვნო და უსიამოვნო განცდებით; 2) ნებით სფეროში – მოძრაობათა, მოქმედებათა, ქცევათა ამბიტენდენციურობა, ორმაგობა; 3) ინტელექტუალურ სფეროში – ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების ერთდროული აღმოცენება და თანაარსებობა. შპეტი (K.Spett, 1949) ამბივალენტობის გამოვლინებას აზროვნებასა და მოძრაობით ექსპრესიაში განარჩევდა როგორც ამბიტენდენციასა და ამბისენტენციას. ავადმყოფს აქვს ერთდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერგაომრიცხავი მტკიცებანი, ამბიტენდენციური გამოვლინებანი მოძრაობაში, მიმიკასა და ჟესტებში. ეს დარღვევები ტიპურია შიზოფრენიით დაავადებულთათვის, მაგრამ შესაძლოა შეგვხდეს ზოგიერთი ინტოქსიკაციების (მაგ., მესკალინით) დროს. ფსიქოანალიზური გაგებით, „გრძნობების“ ამბივალენტურიობას ახასიათებს ერთდროულად „ნაზი“ და „მტრული“ გრძნობების არსებობა. მათი დიფერენცირებული გააზრება, რომელიმეს დათრგუნვა და მეორეს დემონსტრირება წარმოადგენს ფსიქოანალიზური თერაპიის მიზანს.(Bleuler E. 1911)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9