Rus. апатияGk. apatheia – უგრძნობლობა ემოციურ-ნებითი სფეროს აშლილობა, დამახასიათებელია ემოციური გამოვლინების უნარის დაკარგვა, მოდუნება, საკუთარი თავისა და ახლობლებისადმი, მოვლენებისადმი განურჩევლობა. სასიცოცხლო სურვილების დაკარგვა, უმოქმედობა. ა-ის აბულიასთან შერწყმისას ლაპარაკობენ აპათიურ-აბულიურ სინდრომზე. შედის შიზოფრენიის ძირითადი სიმპტომების ჯგუფში (ემოციური სიჩლუნგე). გვხვდება აგრეთვე თავის ტვინის, განსაკუთრებით შუბლის წილის ორგანული დაზიანების დროს, შეიძლება ახასიათებდეს გარდამავალი ხასიათი ფსიქოგენიების დროს
Synonym: ანორმია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.