A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ასა ასე ასთ ასი ასო ასპ ასტ ასქ

ასიმბოლია

Rus. асимболия
Gk. Symbolon – ნიშანი
პირობითი ნიშნების აღქმის და მათი სწორად გამოყენების უნარის დაკარგვა. მოტორულ ასიმბოლიას მიეკუთვნება აგრაფია, ვოკალური და ინსტრუმენტული ამუზია, ნოტების წერის უნარის დარღვევა (თუ კი ეს მოქმედება ავადმყოფისათვის ადრე ხელმისაწვდომი იყო), ჟესტებითა და მიმიკით სარგებლობის არცოდნა. სენსორულ ასიმბოლიას მიეკუთვნება აფაზია, ალექსია, სენსორული ამუზია, ჟესტებისა და მიმიკის გაგების დარღვევა. ასიმბოლიის დროს აღინიშნება მხოლოდ პირობითი ნიშნების აღქმის დარღვევა. ამით იგი განსხვავდება აგნოზიისა და აპრაქსიისაგან (Finkelnburg A., 1870)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9