A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბედ ბეზ ბეი ბეკ ბელ ბენ ბერ ბეს ბეტ ბეხ

ბელცის ემოციური დამბლა

Rus. Бельца эмоциональный паралич
ფსიქოგენური სტუპორის ვარიანტი, განვითარებული ზეზღურბლოვანი შოკური გაღიზიანებით, პირველად აღწერილია იაპონიაში მიწისძვრის დროს. დამახასიათებელია ისეთი გრძნობების დაკარგვა, როგორიცაა: სევდა, მომხდარი საშინელების განცდა, ოჯახზე ზრუნვა და სხვა. სუბიექტურად – აზროვნების გაიოლების შეგრძნება. ტიპური ფსიქოგენური სტუპორისგან განსხვავებით, ცნობიერები პათოლოგია არ აღინიშნება. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ რჩება მოგონება გადატანილზე. (Baelz E., 1901)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9