A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბია ბიბ ბილ ბიმ ბინ ბიო ბიპ ბირ ბის ბიუ ბიჰ

ბიბლიოთერაპია

Rus. библиотерапия
პედაგოგიურ-დიდაქტიკურ პრინციპებზე დამყარებული ფსიქოთერაპიული მეთოდი. ხორციელდება ლიტერატურის, პირველ რიგში, მხატვრულის საშუალებით. მისი ამოცანაა – ავადმყოფის პიროვნების ახლებურად აღზრდა მწერლის მხატვრული. ემოციური და ფსიქოლოგიური ოსტატობის ზემოქმედებით; იგი აჩვენებს ავადმყოფს არსებული კონფლიქტური, ნევროზოგენური სიტუაციების გადაჭრის გზებს. შემუშავებულია ფსიქოგენური რეაქციების კლასიფიკაციის სქემა, რომლის შესაბამისადაც შედგენილია ლიტერატურის კატალოგი. წიგნის შერჩევისას გათვალისწინებულია მასში აღწერილი სიტუაციის მაქსიმალური მსგავსება სიტუაციასთან, რომელიც შეექმნა ავადმყოფს, და აგრეთვე, თუ რამდენად გასაგებია ავადმყოფთათვის ეს ნაწარმოები. Вельвовский И.З.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9