A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

გა გე გი გლ გო გჟ გრ გუ
გაბ გაგ გად გაი გაკ გალ გამ გან გაო გარ გას გაუ გაქ გაღ გაშ გახ

განსაკუთრებული მდგომარეობები

Rus. исключительные состояния
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე ხანმოკლე ფსიქოზური აშლილობების ჯგუფები, რომლებიც მსგავსია რიგი მნიშვნელოვანი კლინიკური ნიშნებით (უეცარი დასაწყისი ყოველთვის გარე ფაქტორებთან დაკავშირებით; ხანმოკლეობა; მიმდინარეობა ცნობიერების შეცვლით: გამოსავალი – სრული ან ნაწილობრივი ამნეზია). განსაკუთრებული მდგომარეობებს მიეკუთვნება პათოლოგიური აფექტი, ფსიქოგენიით განპირობებული ცნობიერების ბინდისებური აშლა, პათოლოგიური ძილიანობის მდგომარეობა, „მოკლე ჩართვის“ რეაქცია . პრემორბიდში დიდი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის გამოხატულ რეზიდუალურ-ორგანულ ცვლილებებს (Морозов Г.В., 1979), კონსტიტუციურ, განსაკუთრებით ეპილეფსოიდურ წინაგანწყობას, ფაქტორებს. რომლებიც დროებით ცვლის რეაგირების ნიადაგს ანუ დროებით შეძენილ წინაგანწყობას (Осипов В.И., 1941) – ასთენია. გამოფიტვა წინამორბედ აგზნებასთან დაკავშირებით, დაძაბულობა, უძილობა. განსაკუთრებული მდგომარეობების დიაგნოსტიკა ემყარება მათ ფსიქოპათოლოგიურ სტრუქტურას და ხშირად წარმოადგენს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის საგანს. სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ბინდისებური მდგომარეობა შეიძლება მრავალჯერ განუვითარდეს ერთი და იგივე პირს. პირები. რომლებმაც განსაკუთრებული მდგომარეობებში ჩაიდინეს საზოგადოებრივად საშიში ქმედობანი, აღიარებული არიან შეურაცხავად. გურევიჩი (Гуревич М.О., 1936) არჩევდა განსაკუთრებული მდგომარეობების განსხვავებულ სახეს (особые состояния). ეს არის ცნობიერების აშლა, ტიპური ბინდისებრი ცნობიერებისგან განსხვავდება გადატანილის შესახებ არა სრული, არამედ ნაწილობრივი ამნეზიით. ცნობიერება შევიწროებულია, მაგრამ გარემო, თუმცა დამახინჯებულად, მაინც აღიქმება. შენარჩუნებულია ნაწილობრივი ორიენტირება დროსა და ადგილში. დამახასიათებელია ფსიქოსენსორული დარღვევები. განსაკუთრებული მდგომარეობები შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრის ეკვივალენტი. მას მიეკუთვნება აურა, რომლის შესახებაც რჩება მოგონება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9