A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დაა დაბ დავ დათ დაკ დალ დამ დან დაჟ დარ დას დატ დაუ დაქ დაღ დაშ დაც დაძ

დაავადების შინაგანი სურათი

Rus. болезни картина внутреняя
(Лурия Р.А., 1939). ცნება, რომელიც მოიცავს დაავადებასთან დაკავშირებით აღმოცენებული განცდების ერთობლიობას, „დაავადების შეცნობა“ (Краснушкин Е.К.,). დაავადების სუბიექტური სურათი განიხილება ორ დონეზე: სენსიტიური (დაავადების შედეგად აღმოცენებული შეგრძნებების კომპლექსი) და ინტელექტუალური (ავადმყოფის ფიქრი დაავადებასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს მის რეაქციას შეცვლილ მდგომარეობაზე). დაავადების შინაგანი სურათის ცოდნა ექიმისთვის აუცილებელია არა მარტო სწორი დიაგნოსტიკისათვის, არამედ სწორი მკურნალობისთვის, განსაკუთრებით ფსიქოსომატური დაავადებებით შეპყრობილთა სამკურნალოდ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9