A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დაა დაბ დავ დათ დაკ დალ დამ დან დაჟ დარ დას დატ დაუ დაქ დაღ დაშ დაც დაძ

დაბნეულობა სენესტოპათიური

Rus. растерянность сенестопатическая
(Эглитис И.Р., 1974). მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, რომლის კლინიკურ სურათში სენესტოპათიებთან ერთად აღინიშნება დეპრესიის და დეპერსონალიზაციის მოვლენები. დამახასიათებელია ცნობიერების დაბინდვა დაბნეულობის ტიპით (იხ. აფექტი გაოცებისა). კონტაქტი გაძნელებულია. აზროვნებაში – აზრიდან მოსხლეტა, ფსიქიკური ავტომატიზმის ელემენტები. ხშირად – არასრული ორიენტირება დროში, შიში, შფოთვა, სენესტოპათიური განცდები ინტენსიურია, ცვლადია. ასეთი მდგომარეობა ვითარდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, გამოსვლის შემდეგ აღინიშნება ნაწილობრივი ამნეზია. უმეტესად გვხვდება შეტევსმაგვარ-პროგრედიენტული შიზოფრენიის, იშვიათად – ეპილეფსიის დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9