A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ენა ენდ ენი ენკ ენუ ენც ენჯ

ენცეფალოპათია

Rus. энцефалопатия
თავის ტვინის ორგანული დაზიანება, ხასიათდება დისტროფიული ცვლილებებით. ე-ის დიფერენციაცია ხდება ეგიოპათოგენეზური ნიშნების მიხედვით – ენცეფალოპათია ანოქსიური. არტერიოსკლეროზული, პოსტტრამვული, ჰიპერტონიული, ჰიპოგლიკემიური და ა.შ. ტერმინი ენცეფალოპათია ძირითადად გამოიყენება მყარი და შეუქცევადი ფსიქიკური დარღვევების აღსანიშნავად, რომელიც აღმოცენდება თავის ტვინის ორგანული (ეგზოგენურ-ორგანული) დაავადებების შედეგად. ამით იგი ემთხვევა ქრონიკული ორგანული ფსიქოსინდრომის ცნებას. ხშირად ტერმინი ე. გამოიყენება ქალა-ტვინის ტრავმის ნარჩენი მოვლენების აღსანიშნავად. პოსტტრავმული ენცეფალოპათიის დროს ასთენიურ დარღვევებთან ერთად აღინიშნება კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები. ემოციური გაუხეშება, აფექტური რეაქციებისადმი მიდრეკილება, აგზნებადობა, კონფლიქტურობა, მოდავეობისადმი ტენდენციები, ხშირი ისტერიფორმული გამოვლინებები და სხვადასხვა გამოხატულების ინტელექტუალურ-მნესტიკური დაქვეითების ნიშნები. საზღვარი პოსტტრავმულ ენცეფალოპათიასა და პოსტტრამვულ დემენციას შორის ფარდობითია. პირობითი. განისაზღვრება ინტელექტუალური დაქვეითების სიღრმის მიხედვით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9