A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ეფე

ეფედრონომანია

Rus. эфедромания
ნარკომანიის სახე. ეფედრონი – ცნს-ის სტიმულატორი. მიიღება ეფედრინისშემცველი პრეპარატების (Astmedrin. Biophedrin, Cophedrin, Efedril, Ephedra, Epherit, Methylmydriatin, Nasolin, Parkervrine, Racerdin, Zephrol, სოლუტანი, თეოეფედრინი) გადამუშავებით ძმარმჟავას და კალიუმის პერმანგანატის საშუალებით. შეიძლება იყოს უფერო, ღია ყვითელი, ყავისფერი ან წითელი სითხე. 1986-იდან შეტანილია ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში. მოიხმარება ინტრავენური გზით. ნარკომანების ჟარგონზე მას უწოდებენ „ჯგუფის კოქტეილს“, „ეფენდის“, „მულკას“, „კოსმოსს“. „ვინტს“. ეფედრონით გამოწვეული თრობის სურათი მიმდინარეობს შემდეგნაირად: ვენაში შეყვანისთანავვ იწყება პირველი ფაზა ეწ. „გასხივოსნებით“, „გარემო იკარგება“, ავადმყოფი კარგავს გარემოს აღქმის უნარს, ყველაფერი ეჩვენება განსხვავებულად. უცხოდ. იცვლება პროპრიოცეპცია. აღინიშნება სხეულის სიმსუბუქის, „ფრენის“ შეგრძნება. გაბრუება ხანმოკლეა და გადადის მეორე ფაზაში, რომელიც იწყება ცნობიერების შევიწროებით და მრავლობითი სომატური შეგრძნებებით. სიმსუბუქის და „ფრენის“ შეგრძნება იმდენად რეალურად აღიქმება, რომ ავადმყოფები ცდილობენ შეხტომას და გაფრენის. სხეულში შეიგრძნობა სითბოს ტალღისებური გადაადგილება. სომატური განცხრომა. დამახასიათებელია ე.წ. თავზე „თმის ზრდის“ შეგრძნება და ტალღისებური სასიამოვნო შემცივნებები. ავადმყოფები მთლიანად ჩაფლული არიან საკუთარ შეგრძნებებში, გარემო არ აღიქმება. ეიფორიის ასეთ მდგომარეობას ავადმყოფები უწოდებენ „მთელი სხეულის ორგაზმს“. მდგომარეობა შემდგომში იცვლება მესამე ფაზით, რომლის დროსაც ცნობიერება და აღქმა უბრუნდება ნათელ მდგომარეობას. აღქმელობა სიმპათიკოტონიურია, ნათელი, კაშკაშა. გაჯერებული, უწვრილესი დეტალების ფიქსაციით, კონტრასტული. გუნება-განწყობა რჩება აწეული, განცხრომითი, ყველასადმი სიყვარულის გრძნობით. იშვიათ შემთხვევაში (პირველი ინექციების დროს) შეიძლება ადგილი ჰქონდეს შფოთვისა და შიშის გრძნობას. თრობის დროს გამოხატულია ძალების მოზღვავება. მოქმედებისაკენ, უფრო შემოქმედებითისაკენ სწრაფვა. ავადმყოფები ხატავენ, წერენ ლექსებს, თხზავენ მუსიკას, ქმნიან თეორიებს, აქვთ ურთიერთობის დაუოკებელი სურვილი. ასოციაციებში აღინიშნება გახლეჩილობა და პერსევერაციები. მაღლდება ლიბიდო, პოტენცია და სექსუალური შეგრძნებები. მცირდება მადა, წყურვილის შეგრძნება, იკარგება ძილის სურვილი. პირველი 3-5 თვის განმავლობაში თრობის დროს დამახასიათებელია სექსუალური მოთხოვნილებების აწევა, რასაც ავადმყოფი მიჰყავს უწესრიგო სექსუალურ კავშირებამდე, მათ შორის ჰომოსექსუალურამდეც კი. შემდგომ პერიოდში ლიბიდო და პოტენცია ქვეითდება, თუმცა, თუ კი შესაძლებელი ხდება ორგაზმის მიღწევა, განცდები ძალიან მკვეთრია და ხატოვანი. თრობის ხანგრძლივობა აღწევს 6-8 საათს. მის სტრუქტურაში აღინიშნება პირის სიმშრალე, გულისცემის აჩქარება, გუგების გაფართოება, ჰორიზონტალური ნისტაგმი, კუნთების ჰიპერტონია, ჰიპერტენზია. რეფლექსების გაცხოველება, ენის, ქუთუთოების და ხელების იოლი ტრემორი, ყაბზობა და შარდის შეკავება, ლორწოვანების სიმშრალის გამო ხმის შეცვლა. მესამე ფაზას მოჰყვება მეოთხე, რომლის დროსაც ცნობიერება უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, ეიფორიის და განცხრომითი მდგომარეობა სუსტდება და ზოგჯერ გადადის გამღიზიანებლურ დათრგუნულ გუნება-განწყობაში, განმარტოების სურვილში. აღქმის ზღურბლი რჩება დაბალი, მაგრამ შთაბეჭდილებები აღარ იწვევს სიამოვნებას, აღიქმება როგორც ზომაზე მეტი. გამოხატულია გრძნობათა • არასასიამოვნო ჰი პერუსთეზია. განსაკუთრებულად შემაწუხებელია ჰიპერაკუზია და კაშკაშა სინათლე. გამოსავალ მდგომარჟიბაში დამახასიათებელია სინათლის და სმენით გამღიზიანებლებზე უარყოფითი რეაქცია. ადგილი აქვს სენესტოპათიებს. თუ ავადმყოფი მარტო რჩება, თვლემს, ჩვეულებრივად გამოხატულია სიცარიელის გრძნობა, მოდუნება, ძილიანობა უძილობის ფონზე. მიჩვევა ვითარდება 2-3 კვირის რეგულარული მოხმარებისას, ზოგჯერ 3-5 ინექციის შემდეგაც. ტოლერანტობა სწრაფად მატულობს. დასაწყისში ხდება დოზების გაზრდა მისი დღიური მოხმარების გახშირების ხარჯზე. ავადმყოფი დღეში ღებულობს 6-7 გრამს, ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. აბსტინენციაში დამახასიათებელია თავის ტკივილი, გულისცემის გახშირება, ქოშინი, დამტვრეულობის შეგრძნება კუნთებში. მათი ფიბრილაციური და კრუნჩხვითი შეკუმშვები, განსაკუთრებით მიმიკურ კუნთებზე და ენაზე, ტრემორი. ატაქსიური მოძრაობები. გამოხატულია მთქნარება, შემცივნება, ზოგჯერ ჰიპერჰიდროზი. ადგილი აქვს კანის მგრძნობელობის აწევას, თეთრ დერმოგრაფიზმს, შფოთვის და შიშის მდგომარეობას. აბსტინენციური სინდრომი გრძელდება 2-3 დღე, რის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს ეფედრონით გამოწვეული ფსიქოზი. თერაპიული რემისიები ხანმოკლეა და არ აღემატება 6-8 თვეს. რემისიაში აღინიშნება დათრგუნული გუნება-განწყობა, აპათია, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, გამღიზიანებლისადმი და უსიამოვნებისადმი გამძაფრებული მგრძნობელობა. გარეგნობა ღებულობს დამახასიათებელ შესახედაობას: ჩავარდნილი მოელვარე თვალები. მონაცრისფერო კანი, ჰიპერპიგმენტაცია მუწუკუბით და ექსკორაციებით. საკმაოდ მალე ვითარდება შეუქცევადი ფსიქოორგანული სინდრომი. „ვინტის“ გამოყენებისას (ეფედრინი კალიუმის პერმანგანატით გადამუშავებული) ვითარდება პარკინსონიზმი. კოფეინის, ეფედრინის და პროპანოლამინის ერთდროული გამოყენება, რომელთა ერთობლიობა იწვევს ამფეტამინისმაგვარ თრობას და ნარკომანიას. იწვევს ჰიპერტონიულ კრიზებს და ჰიპერტონიული დაავადების ჩამოვალიბებას. ე-ით დაავადების 1-2 წლის შემდეგ ვითარდება ფსიქიკური ფუნქციების გაღარიბება, აზროვნებითი პროცესების მოდუნება, მეტყველების ოლიგოფაზურობა, მონოტონურობა. ავადმყოფები ხდებიან ასპონტანურები. უმოქმედოები. ეწევიან პარაზიტულ ცხოვრებას. მნიშვნელოვნად ქვეითდება აფექტური და ნებითი სფერო. სწრაფად ვითარდება ფსიქოპათიზაცია, სექსუალური ფუნქციების ორგანული ცვლილებები. ადგილი აქვს ნაადრევ დაბერებას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9