A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ექო ექს ექტ

ექოლოგია

Rus. эхология
Gk. logos – სიტყვა. მეტყველება
(Kleist K., 1908). მეტყველების დარღვევის სიმპტომი. ალტერნაციულად დასმულ შეკითხვაზე ავადმყოფი პასუხობს უკანასკნელი სიტყვის გამეორებით. კითხვაში სიტყვების გადაადგილების დროს იგი მაინც იმეორებს უკანასკნელ სიტყვას. მაგ., მიპასუხეთ – ჰო თუ არა (არა); მიპასუხეი; – არა თუ ჰო? (ჰო). ლეონჰარდი (K. Leonhard 1957) უახლოებს ექოლოგიას პერსევერაციას და თვლის მას კატატონიისთვის დამახასიათებელ მეტყველებით მზადყოფნად. ამ უკანასკნელს ავტორი გამოყოფს როგორც სისტემური შიზოფრენიის ფორმას (იხ. შიზოფრენიის სისტემატიკა ლეონჰარდისა). მისი ძირითადი სიმპტომები: აცდენილი მეტყველება, აგრეთვე პერსევერაციები, ასოციაციები ჟღერადობის მიხედვით, ნეოლოგიზმები. მეტყველება ვლინდება იმპულსურად აღმოცენებული და მაშინვე ჩახშობილი პასუხების ფორმით – რეაქციებით დასმულ კითხვებთან დაკავშირებით (პათოლოგიური მეტყველებითი მზადყოფნა). სპონტანური მეტყველება არ არის.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9