A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მოგ მოდ მოზ მოკ მოლ მონ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოღ მოც მოძ მოხ

მოკლე ჩართვები

Rus. короткие замыкания
(Kretschmer E., 1922). აფექტურად განპირობებული. გარეგნულად მოწესრიგებული, თითქოსდა პიროვნებისგან მოწყვეტილი უეცარი მოქმედებები. ცნობიერების აშლა არ არის აუცილებელი. ერთიან პიროვნულ „ფილტრს“ მიღმა გასული აფექტური განცდები უშუალოდ მოქმედებს ფსიქომოტორულ სფეროზე და იწვევს მოცემული პიროვნებისთვის უაზრო მოქმედებას. მაგ., სახლს მოწყვეტილი მოახლის მიერ პატრონის სახლის გადაწვა სევდის გამო. პათოლოგიური აფექტისაგან მოკლე ჩართვების ტიპის რეაქციები განსხვავდება ხანგრძლივი აფექტური დაგროვების მოსამზადებელი სტადიის არსებობით, რომლის შემდეგ უმნიშვნელო საბაბიც კი იწვევს ფსიქოგენურ აფეთქებას. ფელინსკაიას (Фелинская Н.И., 1968) მიხედვით. მოკლე ჩართვების რეაქციისთვის დამახასიათებელია აფექტის გაუცნობიერებელი განტვირთვა და ფსიქიკური მოქმედების აღდგენა პოსტრეაქტიული ასთენიის მოვლენებით. სასამართლო ფსიქიატრიაში მოკლე ჩართვების ტიპის რეაქციები განიხილება როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, ამასთან. ეს ცნება შევიწროებულია – ამ მდგომარეობებს მიაკუთვნებენ პათოლოგიურ რეაქციებს, რომლებიც აღმოცენდება ფსიქომატრავმირებელ სიტუაციასთან დაკავშირებით და შფოთვიანი შიშით, უსიამოვნო მოლოდინით მიმდინარე ხანგრძლივი ინტენსიური აფექტური დაძაბულობის განმუხტვის შედეგად (Морозов Г.В., 1988). ამ დროს კლინიკური სურათი განისაზღვრება ცნობიერების აშლით ან მძაფრად გამოხატული და არაადეკვატური აფექტური დარღვევებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9