A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მოგ მოდ მოზ მოკ მოლ მონ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოღ მოც მოძ მოხ

მოქმედება აკვიატებული

Rus. действие навязчивые
მოძრაობითი აქტების შესრულების დაუძლეველი სურვილი, მეტ-ნაკლებად მიზანშეწონილი შესაბამის ვითარებაში (მაგ., ხელების აკვიატებული ბანა, საგნების სიმეტრიულად განლაგება), სხვა შემთხვევებში სრულიად არამიზანშეწონილი (მაგ., ავტობუსის მეშვიდე ნომრების გაშვება, სისტემატური შეხება ყურზე). ავადმყოფი გრძნობს მათ უაზრობას და უსარგებლობას – კრიტიკა ყველა შემთხვევაში შენახულია. რაც განაპირობებს იმას, რომ სრულდება მხოლოდ ის აკვიატებული მოქმედებები, რაც ავადმყოფისა და გარშემომყოფთა სიცოცხლეს არ ემუქრება და არ ეწინადმღეგება მის მორალურ და ეთიკურ შეხედულებებს. მ.ა. შეიძლება დაკავშირებული იყოს აკვიატებულ შიშებთან, აკვიატებულ აზრებთან, რაც განაპირობებს რიტუალების გაჩენას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9