A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკოლეფსია

Rus. нарколепсия
Gk. narke – გაშეშება, lepsis – შეტევა
(Gelineau J.B.E., 1880). სიმპტომთა კომპლექსი, ხასიათდება ძილიანობის შეტევებით და კატალეფსიური გულყრებით. ნარკოლეფსიური გულყრა აღმოცენდება ნებისმიერ სიტუაციაში. არაიშვიათად კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება დაკავშირებულია რეფლექსურად – სიცილთან, შიშთან, მკვეთრ ბგერით გამღიზინებელთან. დამახასიათებელია ძილისა და ღვიძილის ბუნებრივი მონაცვლეობის დარღვევა. ზოგჯერ – ჰიპნაგოგიური და ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები, თან ახლავს ენდოკრინული დარღვევები, შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება (ესენციალური ნარკოლეფსია) ან აღინიშნებოდეს სხვადასხვა ეტიოლოგიის თავის ტვინის ორგანული დაავადებების (მენინგოენცეფალიტები, თავის ტვინის სიმსივნეები, სიფილისი და ა.შ.) დროს დაზიანების ლოკალიზაციით დიენცეფალურ მიდამოში. სინონ.:
Synonym: ნარკოლეფსიური დაავადება, გენუინური ნარკოლეფსია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9