A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეკ ნელ ნემ ნეო ნერ

ნეოფროიდიზმი

Rus. неофроидизм
თანამედროვე ფსიქოანალიზის ერთ-ერთი მიმდინარეობა. აკრიტიკებს რა პანსექსუალიზმის და ორთოდოქსული ფსიქოანალიზის შეხედულებას ფსიქიკური ცხოვრების ორგანიზაციის შესახებ, ნეოფროიდიზმი ფსიქიკური მოქმედების საფუძვლად მაინც თვლის არაცნობიერს. ორთოდოქსული ფსიქოანალიზის შეხედულებათა გადასინჯვა მოახდინეს ადლერმა (Adler A.) და იუნგმა (Jung C.). თანამედროვე ნეოფროიდიზმი პიროვნების ფორმირებაში მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ გარემოს, ინტერპერსონალურ და ოჯახურ დამოკიდებულებებს. ავითარებს პიროვნებისშიგა კონფლიქტურობის თეორიას, რაც დაკავშირებულია ბუნების და სოციალური ძალების მიმართ „ბაზალური შფოთვის“ გრძნობასთან K. Horney). თვლიან, რომ პიროვნების გარკვეული ტიპები წარმოადგენენ სოციალური ნიღბებისა და როლების ერთობლიობას, რაც ყალიბდება პიროვნებათშორის სიტუაციასა და ურთიერთობაში (H. Sullivan), არაცნობიერ ლტოლვებს და სურვილებს ანიჭებენ დეტერმინირებელ როლს ადამიანის ფსიქიკაში (E. Froom)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9