ოპიოიდური ყაყაჩოს (papaver somniferum) სხვადასხვა ნაწილებიდან ქარხნული ან ხელოვნური წესით დამზადებული ნივთიერებები, იწვევს ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ოპიუმიდან მიიღება ოცამდე ალკალოიდი, ამავე დროს ო. მიიღება სინთეზური გზითაც. მათ რიცხვს მიეკუთვნება: Acetomorfin, Abfenranil, Bronchodine, Coducept, Ciorion, Codeinfos, Codeinjuste, Codeine (ჟარგ; კატიუხა, პურ, კოდა), Duromoph, Demirol, Duraspan, Dervon, Diamorphin, Dipidolor, Eron, Eronal, Fentanil, Gargomorphia, Iaphorm, Itomorphina, Iacephin, Morphine (ჟარგ.: მარფუტა, მარია, მარიანკა), Meconium, Morfocloru, Methadone, Mepedrine, Morphindiacetat, Morphacetin, Methilmorfin, Omnoponi, Promedoli, Propoxyfene, Preza, Rapifen, Roin, Solcodein, Spron, Scenan, Thebameten, Theba-intran, Tricodein-solco, Tardomorphina, Vixaton, Heroin (Diacetylmorphini. ჟარგ: გერა)·და სხვა მრავალი. გარდა აღნიშნულისა, აწარმოებენ გახანგრძლივებული მოქმედების კოდეინს - დეჰიდროკოდეინს (DHC - continus) და გახანგრძლივებულ მორფინს (MTS - continus)· სინთეზური პრეპარატების გარდა ნარკომანები იყენებენ აგრეთვე ხელოვნურად დამზადებულ ოპიუმისშემცველ ნივთიერებებს. როგორიც არის: ოპიუმის ყაყაჩოს ნამჯა. (ჟარგ.: კოკნარი), ოპიუმის ნამჯის ექსტრაქტი (ჟარგ.: ტერიაკი, ოპიუხა, სიმკანკა, სიმპლიაკი, კარახანი) და აცეტილირებული ოპიუმი (ჟარგ.: სულტიგა, შავი). ეს უკანასკნელი მიიღება ყაყაჩოს ნამჯის ექსტრაქტის აცეტონის შემცველი ნივთიერებებით აცეტილირების გზით, რომლის დროსაც მიიღება მონოაცეტილმორფინი, დიაცეტილმორფინი, აცეტილკოდეინი ან მათი ნარევი. ოპიუმის პრეპარატებით გამოწვეული ნარკომანია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.