A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჯ
ოპე ოპი

ოპიომანია

Rus. опиомания
დაავადება, გამოწვეული ოპიუმის შემცველი პრეპარატების სისტემატური მოხმარებით, სხვადასხვა სახის ოპიოიდები იწვევს მიჩვევის და ლტოლვის ეფექტის განვითარებას სხვადასხვა დროის განმავლობაში: ჰეროინი – 3-5 ინექციის, მორფინი და საინექციო ოპიუმი – 10-15 ინექციის, ოპიუმის ნაყენი – 2-3 კვირის არარეგულარული მიღების, კოდეინი – 1 თვემდე არარეგულარული მოხმარების შემდეგ. ლტოლვის წარმოშობისთანაეე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ხდება რეგულარული. ყალიბდება დაავადების I სტადია. ირღვევა ძილი. ნარკომანს ძინავს ცოტა. ძილი ზერელეა, თუმცა გამოძინების გრძნობა შენარჩუნებულია. მადა დაქვეითებულია, გამოხატულია მიდრეკილება ტკბილისა და ცხიმიანისადმი. მცირდება შარდის რაოდენობა. ადგილი აქვს ყაბზობას. მორფინიზმის დროს 1 თვეში. კოდეინიზმის დროს – 15-2 თვეში ხდება დოზის მომატება. უსიამოვნო შეგრძნებები ვითარდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებიდან 1-2 დღის შემდეგ. გამოიხატება დაძაბულობით, ფსიქიკური დისკომფორტით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისადმი ლტოლვის ადმოცენებით. I სტადია გრძელდება მორფინიზმის დროს – 2-3 თვე, ოპიუმის მიღების დროს – 3-4 თვე, კოდეინის მიღების დროს – 6 თვემდე, ოპიოფაგიის და ოპიუმის წევის დროს – რამდენიმე წელი. 1 სტადიის დროს იცვლება ორგანიზმის რეაქტიულობა, ქრება ქავილის შეგრძნება. ტოლერანტობა მატულობს 3-5-ჯერ. ხდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სისტემატიზაცია. II სტადია წარმოადგენს დაავადების გაშლის სტადიას. ამ დროს ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლის ფორმირება დამთავრებულია. ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი აღწევს თავისი განვითარების სიმაღლეს. ნარკოტიზაცია რეგულარულია, რითმულია, ტოლერანტობა მაქსიმალურად გაზრდილია, იცვლება თრობის ფორმა, რაც აიძულებს ნარკომანს, მოუმატოს დოზები, ხდება ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენა. იცვლება ნარკოტიკული საშუალების ეფექტი, ე.წ. „პრიხოდის“ ინტენსივობა ჯერ კლებულობს. ხოლო შემდეგ, დოზის მომატებაც კი ვერ იწვევს ადრინდელ კმაყოფილებას. ნარკომანები ამ დროს მიმართავენ სხვადასხვა რიტუალურ ქცევებს და ხერხებს ან უმატებენ სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რათა მიიღონ დამაკმაყოფილებელი ეფექტი. გამოხატული ნარკოტიკული საშუალებისადმი ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება. ყალიბდება აბსტინენციური სინდრომი. II სტადიის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5-10 წლით, დაავადების III სტადია ხასიათდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სისტემატიზაციით, ტოლერანტობის დაქვეითებით, ინტოქსიკაციის ფორმის და რეაქტიულობის შეცვლით. III სტადიაში ოპიოიდები გვევლინება მხოლოდ მასტიმულირებელი ეფექტით. დაავადების ამ ეტაპზე მკვეთრად ეცემა მადა, იცვლება გემოვნებითი თვისებები. აბსტინენციური მდგომარეობები მძიმეა და გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება. ვიდრე II სტადიაში. მათი მოქმედება იმდენად ძნელად ასატანია, რომ ავადმყოფები მიმართავენ ისეთ საშუალებებს (ვენაში აუდუღებელი წყლის ან კუნთებში მცენარეული ზეთის შეყვანა). რომლებიც გამოიწვევს უფრო მძიმე მდგომარეობას და გადაფარავს აბსტინენციურ მოვლენებს. ავადმყოფები არიან მოდუნებული, დაუძლურებული, დროს მუდმივად ატარებენ საწოლში; სახე მშრალი, მორუხო-მიწისფერი, თვალები ჩავარდნილი, გუნება-განწყობა დაქვეითებული. აწუხებთ გამუდმებული დიარეა ტენეზმებით და ტკივილებით. მკვეთრადაა გამოხატული ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9