A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

რა რე რი რო რუ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეაქციები ეგზოგენური ტიპისა მწვავე

Rus. реакция эгзогенного типа острые
ფსიქიკური აშლილობა. აღმოცენებული ეგზოგენურად და ძირითადად ატარებს ცნობიერების დარღვევის მდგომარეობის ხასიათს. მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაქციების ფორმების რაოდენობა სხვადასხვა გარე ფაქტორებზე საპასუხოდ შედარებით შეზღუდულია. თანამედროვე მკვლევარების მიერ მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაქციები გაერთიანებულია მწვავე ფსიქოსინდრომის ცნებაში, რომელიც იცვლება გარდამავალი სინდრომებით, შემდგომში მათ მოჰყვება ან გამოჯანმრთელება, ან ქრონიკული ფსიქოსინდრომის ფორმირება, რომლის ვარიანტებია ორგანული ფსიქოსინდრომი და ცერებრული კეროვანი ფსიქოსინდრომი. ე. ნაკაშიძის (1939) მიერ აღწერილია მათი გამოვლინებების თავისებურებები. Bonhoffer K., 1908, 1910
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9