A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
სია სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სიმ სინ სის სიტ სიფ სიყ სიც სიძ სიჯ

სიმპტომები ვიტალური სევდისა

Rus. симптомы витальной тоски
(Schneider K.). ენდოგენური, განსაკუთრებით ცირკულარული დეპრესიის დამახასიათებელი სიმპტომი. სევდიან გუნება-განწყობას შეესაბამება საკუთარი სხეულის ცვლილების შეგრძნება. ვიტალერი სევდის გრძნობა თითქმის განუყოფელია ავადმყოფის ფიზიკური ტანჯვისაგან და არაიშვიათად ლოკალიზებულია სხეულში; მაგ., ავადმყოფი მიუთითებს გულმკერდზე და ამბობს, რომ იქ არის საშინელი სევდა. ამავე დროს, ვიტალური შეგრძნებები გაიგივებულია ე.წ. ზოგად შეგრძნებებთან, როგორიცაა დაღლილობა, დამტვრეულობა, რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე გარკვეულ ორგანოსთან (Weibrecht H.J., 1960).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9