A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

სა სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სტ სუ სქ სც სწ
სია სიბ სიგ სიდ სივ სიზ სით სიკ სიმ სინ სის სიტ სიფ სიყ სიც სიძ სიჯ

სინდრომი ანდროგენური არამგრძნობელობისა

Rus. синдром андрогенной нечувствительности
თანდაყოლილი პათოლოგია. გამოიხატება X-ქრომოსომასთან დაკავშირებული რეცესიული თავისებურებების დარღვევით, რაც განპირობებულია სამიზნე ქსოვილების მიერ ანდროგენებზე პასუხის შეუძლებლობით. ანდროგენებზე რეაგირების შეუძლებლობის გამო ნაყოფის ქსოვილები რჩება ქალურ მდგომარეობაში და ამიტომ ცნს არ ფორმირდება მამაკაცური ტიპით. ბავშვი იბადება „ნორმალური“ აღნაგობის გოგონად. რომელსაც შემდგომ გამოუვლინდება კრიპტორქიული სათესლეები, მათ მიერ გამომუშავებულ ტესტოსტერონზე გოგონას ორგანიზმი ვერ ახდენს რეაგირებას. შინაგანი სასქესო ორგანოები და საშო ან არ არის, ან განვითარებულია სუსტად, მცირედ, მაგრამ საკმარისი ესტროგენების გამოყოფის გამო მეორეული სასქესო ნიშნები პუბერტატულ ასაკში უვითარდებათ როგორც ქალებს, ამიტომ, ჩვეულებრივ, ეს ავადმყოფები ცხოვრობენ და იქცევიან როგორც ქალები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9