A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტაბ ტაი ტაკ ტან ტარ ტას ტატ ტაფ ტაქ ტაშ

ტასიკინეზია

Rus. тасикинезия
Gk. tasis – ტენდენცია, მიდრეკილება. kinesis – მოძრაობა
(Sicard J,. 1923). კინეზიის პარადოქსული ფორმა. ხასიათდება მომატებული მოძრაობითი აქტივობით, მოძრაობის და სიარულის დაუძლეველი სერვილით. მდგომარეობა, მსგავსი აკათიზიისა. აკათიზიისაგან განსხვავებით, არ გვხვდება მტანჯველი შეგრძნებები, მოძრაობის მოთხოვნილება წარმოადგენს პირველად ტენდენციას, განისაზღვრება როგორც დაუძლეველი შინაგანი ბიძგი (Тимков И., Киров К., 1976). გვხვდება თავის ტვინის ზოგიერთი ორგანული დაზიანების (ეპიდემიური ენცეფალიტი) და როგორც გართულება ნეიროლეფსიური პრეპარატებით თერაპიის დროს. მიეკუთვნება ტრანზიტორულ ნეიროლეფსიურ სინდრომებს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში ღებულობს ქრონიკულ მიმდინარეობას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9