A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტოდ ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ ტოქ

ტოქსიკომანია გამოწვეული ციკლოდოლით

Rus. токсикомания вызванная циклодолом
ციკლოდოლი (Trihexyphenidyl) წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ცვლის აღქმის პროცესებს ისევე, როგორც ჰალუცინოგენები. იგი სინთეზური ქოლიოლიზური პრეპარატია და გამოიყენება ექსტრაპირამიდული გამოვლინებების კუპირებისათვის. ნარკოტიკული ეფექტის მისაღწევად საწყის ეტაპზე გამოიყენებენ 10-12 მგ. ნივთიერებას. დაახლოებით 20-25 წთ. შემდეგ ვითარდება ეიფორია ე.წ. „აწევის“ შეგრძნებით, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური სიმსუბუქის, სხეულის უწონადობის შეგრძნება, აღინიშნება მეტყველების ტემპის აჩქარება, არამოტივირებული მხიარულება. ჩვეულებრივ, ორიენტაციის უნარის დაკარგვის გარეშე აღმოცენდება სასიამოვნო შინაარსის მრავლობითი სცეისმაგვარი ილუზიები და ჰალუცინაციები. ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს სხეულის სქემის აშლას და რეალურად არსებული საგნების „გაქრობას“ (დაკარგული სიგარეტის ფენომენი). ციკლოდოლისადმი ფსიქიკური დამოკიდებულება ვითარდება 3-6 თვის განმავლობაში. ავადმყოფს ინტოქსიკაციის გარეშე უვითარდება დისკომფორტის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ადვილი გამღიზიანებლობა, ხშირი დისფორიული ელფერით. იზრდება ტოლერანტობა, რომელიც მოხმარებიდან დაახლოებით 1 წლის თავზე აღწევს მაქსიმუმს. ყალიბდება ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი. აბსინენციის დროს აღსანიშნავია შფოთვა, მოუსვენრობა, ჰიპერკინეზები, ზოგადი ფსიქოფიზიკური სისუსტე, გამოხატული ტრემორი, კუნთების ან კუნთთა ჯგუფების კრუნჩხვითი შეკუმშვები, გულისრევა, ოფლიანობა, გუნება-განწყობის დაქვეითება, უძილობა. სისტემატური მოხმარების დაახლოებით 12-18 თვის თავზე ვითარდება ფსიქოორგანული სინდრომი, ყალიბდება ჭკუასუსტობის ნიშანი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9