A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფობ ფოგ ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოტ

ფობიები

Rus. фобии
Gk. phobos – შიში
G. Phobie
აკვიატებულ მდგომარეობათა სახე. ვლინდება ინტენსიური და დაუძლეველი შიშებით. აკვიატების სტრუქტურაში ჭარბობს შფოთვის აფექტი. ფობიების ყოველთვის თან ახლავს გამოხატული ვეგეტოდისტონიური სიმპტომატიკა (სახის კანის სიფერმკრთალე, კიდურების და სხეულის კანკალი, ოფლიანობა, ტაქიკარდია). შიშის მიზეზი შეიძლება იყოს ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი მოვლენა, ისიც კი, რისთვისაც ავადმყოფს მხოლოდ ყური თუ მოუკრავს. უმეტესად აღინიშნება აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის და ნევროზისმაგვარი მდგომარეობების დროს, მაგ., შიზოფრენიის ნევროზისმაგვარი მიმდინარეობის სტრუქტურაში. ფობიების აღმოცენებას და მათ ფიქსაციას განაპირობებს შფოთვიან-ეჭვნეული ხაზების მატარებელი ხასიათი. არჩევენ ფობიების ელემენტარულს, რომელიც შემოიფარგლულია ცალკეული კონკრეტული მოვლენით, და რთულს, რომლის მაგალითია ყოვლისმომცველი პანფობია. ფობიები მრავალფეროვანია. ლანგფელდტის (Langfeldt G., 1951) მიხედვით, ისინი იყოფა 4 ჯგუფად: I ფობიები განსაკუთრებული სიტუაციისა და დამოკიდებულებისა (აკროფობია, აგროფობია, ატროფობია); II ფობიები გარე სამყაროსადმი (აიქმოფობია, ნოზოფობია, ზოოფობია); III ფობიები ამა თუ იმ შინაგანი ორგანოს ან სისტემის დისფუნქციისა (ერითროფობია, დეფეკაციოფობია); IV ფობიები ძალადობისა საკუთარი თავისადმი და სხვისადმი (სუიციდოფობია, ჰომიციდოფობია). ფობიების სახეები იხილეთ ქვემოთ. ფსიქოანალიზში: ფროიდმა გამოყო ფობიებიების ორი დიდი ჯგუფი: 1. „საყოფაცხოვრებო შიშები“ (სიკვდილის, დაავადების და ა.შ. შიში); 2. სპეციალური ფობიებიები (ღია სივრცის შიში, რომელიმე ცხოველის შიში და ა.შ.). ფობიების მიზეზია სულიერ მისწრაფებათა არაცნობიერი კონფლიქტი
See also: აგროფობია, აეროფობია, ავიაფობია, ავტომიზოფობია, ავტოფობია, აიკმოფობია, აიკმოფობია, აკაროფობია, აკნეფობია, აკრიფობია, აკროფობია, აკუსტიკოფობია, ამათოფობია, ამიქოფობია, ანგინოფობია, ანემოფობია, აპეიროფობია, აპიფობია, აპოპათოფობია, არითმოფობია, ატაქსიოფობია, ბაზოფობია, ბათეოფობია, ბაროფობია, ბაქტერიოფობია, ბელონოფობია, ბლაპტოფობია, ბრომჰიდროფბია, ბრონტოფობია, გერონტოფობია, გეფიროფობია, გინეკიფობია, გრავიდოფობია, გრაფოფობია, დემონოფობია, დემოფობია, დერმატოპათოფობია, დექსტროფობია, დოროფობია, ეიზოფტროფობია, ეიქოფობია, ეპისტაქსოფობია, ერგაზიოფობია, ერეითოფობია, ერემოფობია, ერითრიფობია, ვერმეფობია, ვერტიგოფობია, ვენეროფობია, ვინოფობია, ვომიტოფობია, ზოოფობია, თალასოფობია, თანატოფობია, თეოფობია, თერმოფობია, იეროფობია, იზოლოფობია, იოფობია, კაიროფობია, კანცეროფობია, კარდიოფობია, კეიროფობია, კენოფობია, კერაუნოფობია, კიპრიდოფობია, კლაუსტროფობია, კლეპტოფობია, კლიმაქოფობია, კოინოფობია, კონტრაფობია, კოპოფობია, კრიმინოფობია, ლალოფობია, ლატეროფობია, ლეპროფობია, ლისოფობია, ლოგოფობია, ლუოფობია, მელისოფობია, მენოფობია, მეტალოფობია, მიზოფობია, მიქსეოფობია, მონოფობია, მანიაფობია, მორფინოფობია, ნეკროფობია, ნეოფობია, ნიქტოფობია, ნოზოფობია, ოდონტოფობია, ოიკოფობია, ომბროფობია, ონანოფობია, ოფიდიოფობია, ოქლოფობია, პანტოფობია, პარაზიტოფობია, პარალიპოფობია, პატროიოფობია, პედოფობია, პეირაფობია, პელადოფობია, პენიაფობია, პეტოფობია, პიროფობია, პოტამოფობია, რაბდოფობია, რექტოფობია, რიპოფობია, რუბროფობია, სატანოფობია, სკაბიოფობია, სიფილოფობია, სიდეროდრომოფობია, სიმბოლოფობია, სიტიოფობია, სიტოფობია, სკოპოფობია, სკოპტოფობია, სპექტროფობია, სტაზობაზოფობია, ტაბოფობია, ტაიხინფობია, ტაფეფობია, ტოპოფობია, ტელეფონოფობია, ტენიოფობია, ტოკოფობია, ტოქსიკოფობია, ტრედეკაფობია, ტრემოფობია, ტრიქოფობია, ტუბერკულოზოფობია, ტუნელეფობია, ურანოფობია, უროფობია, ფაგოფობია, ფაზმოფობია, ფარმაკოფობია, ფობია კოსმოსური სივრცისა, ფობია სოციალური, ფტირიოფობია, ფობოფობია, ფონოფობია, ფოტოფობია, ფსიქროფობია, ქაიროფობია, ქეიმოფობია, ქრემატოფობია, ქრომატოფობია, ქრონოფობია, ქსენოფობია, შიდსოფობია, შიში აკვიატებული, ჰარპაქსოფობია, ჰაპტოფობია, ჰედონოფობია, ჰელიოფობია, ჰიდროზოფობია, ჰიდროფობია, ჰილოფობია, ჰიპენგიოფობია, ჰიპნოფობია, ჰიპოფობია, ჰომილოფობია, აკვიატებული მდგომარეობანი, აკვიატებული შიშები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9