A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები მშობიარობის შემდგომი

Rus. психозы послеродовые
(Fürstner, 1875). ფსიქოზები, განვითარებული მშობიარობის შემდეგ 6 კვირის განმაელობაში, ატარებს მწვავე ჰალუცინოზის ხასიათს. ჰალუცინაციური და ილუზორული განცდების გარდა. კლინიკურ სურათში აღინიშნება ფსიქომოტორული აგზნება, შიში, მოუსვენრობა, ბოდვითი ინტერპრეტაციები, მიზიდულობათა, გუნება-განწყობების აშლილობები. ფიურსტნერი ამ ფსიქოზებს განასხვავებდა მშობიარობის შემდგომ პეროიდში დებიუტირებული ენდოგენური ფსიქოზებისაგან. ფსიქიატრთა უმრავლესობისმიერ ასეთი ფსიქოზები განიხილებოდა როგორც მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაგირების სინდრომები რომლებიც შეიძლება არ განმეორდეს შემდგომი მშობიარობის დროს, ივანოვამ (Иванова Л., 1959) გამოყო მ.შ.ფ-ის ნოზოლოგიურად დამოუკიდებელი ჯგუფი (პუერპერალური), რომელიც განსხვავდება შიზოფრენიისაგან, ცირკულარული და სომატოგენური ფსიქოზებისაგან. რომლებიც გხვდება მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ივანოვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მმობიარობასთან დაკავშირებით აღმოცენებულ შინაგანი სეკრეციის, ნივთიერებათა ცელის და ინტეროცეპციის ცელილებებს. ამ ფსიქოზების აღმოცენების ერთ-ერთი ფაქტორია ავადმყოფთა ახალგაზრდა ასაკი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9