A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები სომატოგენურად განპირობებული

Rus. психозы Соматогенно обусловленные
(Schneider K., 1959). სიმპტომური ფსიქოზები, გამოწვეული სომატური დაავადებით. ცნება ახლოა მწვავე ეგზოგენური რეაქციების სინდრომთან. ხაზგასმულია გენეტიკური ფაქტორების ნიშვნელობა. შნაიდერი ს.გ.ფ-ს უპირისპირებდა ენდოგენურს, აღიარებდა მათ შორის არსებით და პრინციპულ განსხვავებას. ვაიბრეხტი (Weitbrecht, H.J., 1963) უარყოფდა ასეთი დიქოტომიური დაყოფის აბსოლუტურობას, გამოთქვამდა ჰიპოთეზას სომატოზის არსებობის შესახებ ენდოგენური ფსიქზების, კერძოდ შიზოფრენიის დროს, და აგრეთვე მოჰყავდა კლინიკური ხასიათის არგუმენტები (მწვავე ორგანული ფსიქოზების შესაძლებლობა ცნობიერების აშლის გარეშე, ან პირიქით, მწვავე შიზოფრენია, მიმდინარე ცნობიერების აშლით, სომატოგენური სიმპტომური მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზები , მოგვიანებითი ასაკის ენდოგენური ფსიქოზების გადასვლა მრავალი წლის მიმდინარეობის შემდეგ ორგანული ჭკუასუსტობის მდგომარეობაში და ა.შ.)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9