A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოთერაპია დესცენტური

Rus. психотерапия дисцентная
Gk. didasko – სწავლება
ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდი ხასიათდება ფსიქოთერაპიულ პროცესებზე სწავლების ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების სისტემატური აპლიკაციით. ავადმყოფის ქცევის მოშლის ან გაძნელების გამოსწორების დროს გათვალისწინებულია ავადმყოფის ზოგადი პიროვნული სტრუქტურა, მისი ნორმალური ფსიქიკის მოქმედების მახასიათებლები, ფსიქიკური დარღვევის განვითარების ისტორია და ავადმყოფის დამოკიდებულებების ხასიათი. ბიჰევიორისტული ფსიქოთერაპიის მეთოდები (დესენსიტიზაცია, თვითდამკვიდრების ვარჯიში) ერწყმის რაციონალური ფსიქოთერაპიის მეთოდებს. შედგება რიგი ორიგინალური მეთოდების ხერხებისაგან, მაგ., განსაზღვრული ჯგუფის კუნთების დაძაბულობის შესუსტება გალვანიზაციით ნევროზული ტიკების მკურნალობის დროს, მიბაძვის მეთოდიკა ენაბორძიკობის მკურნალობის დროს. Condaš O., 1969
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9