A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ქა ქე ქვ ქლ ქმ ქო ქრ ქს ქუ ქც
ქრე ქრო

ქრონოფობია

Rus. хронофобия
Gk. chronos – დრო
დროის ნევროზული შიში, განსაკუთრებით ხშირად აღმოცენდება პატიმრობის დროს – სასჯელის ვადის ხანგრძილივობა სასოწარკვეთილებაში აგდებს ადამიანს. მისი დასრულება არარეალობად ეჩვენება. ქრონოფობია კლინიკურად გამოიყოფა როგორც ე.წ. ციხის ნევროზის ფორმა. ჩვეულებრივ აღმოცენდება უეცრად. განაჩენის გამოტანის და საქმის ახალი განხილვის იმედის გაქრობის შემდეგ. ხშირია პანიკის მდგომარეობა. მეორადად აღმოცენდება კლაუსტროფობიის მოვლენები. დამახასიათებელია შფოთვა. მოუსვენრობა, უძილობა, იმედგაცრეება. იპოქონდრიული განცდები. სიმპტომატიკის საწყისი ინტენსივობა დროთა განმავლობაში ქრება. თუმცა შესაძლებელია ნაკლებად გამოხატული რეციდივები. ავადმყოფი ხდება ფლეგმატური, ავტომატურად არსებობს ციხის იზოლაციის პირობებში. არაფრით არ ინტერესდება. ცხოვრობს დღევანდელი დღის პრიმიტიული მოთხოვნილებებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9