A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შუა შუბ შულ შუმ

შულცის მეთოდი ავტოგენური ვარჯიშისა

Rus. Шульца метот аутогенной тренировки
ფსიქოთერაპიული მეთოდი. დამყარებულია კუნთოვან რელაქსაციაზე და მიზანდასახულ თვითშთაგონებაზე. რელაქსაცია გამოიწვევა თვითშთაგონებით, ხოლო განვითარებული მდგომარეობა საფუძველია შემდეგი შთაგონებებისათვის. მეთოდში ჩართულია იოგას ზოგიერთი ხერხი. არჩევენ: დაბალი საფეხურის ვარჯიშებს, რომელიც იძლევა ამორჩევითი ზემოქმედების საშუალებას ზოგიერთ ვეგეტატიურ და ფსიქიკურ პროცესზე. და მაღალი საფეხურის (თვითჩაღრმავება) ვარჯიშებს. რათა გამოიწვიონ „ნირვანას“ მდგომარეობა, ხატოვანი ნებითი წარმოდგენები და ცნობიერების სიზმრისმაგვარი შეცვლა. მაღალი საფეხურის ილეთებმა ვერ ჰპოვა ფართო გამოყენება ფსიქოთერაპიაში (Свядош А.М., 1971). პირველი საფეხურის ტიპური ვარჯიშის მიზანია: კიდურებში სიმძიმის, სითბოს შეგრძნების გამოწვევა. გულის რითმის. სუნთქვის რეგულაცია, მუცლის ღრუს ორგანოებზე ზემოქმედება, შუბლის არეში სიგრილის შეგრძნების გამოწვევა. ცნობილია მრავალრიცხოვანი მოდიფიკაცია (Schultz J.H. 1932)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9