A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ძა ძი
ძილ

ძილიანობის მდგომარეობა პათოლოგიური

Rus. просоночное состаяние патологическое
განსაკუთრებული მდგომარეობების სახე, გამოღვიძების დარღვევა. ღრმა ძილის შემდეგ გამოღვიძება ატარებს არასრულ ხასიათს, თავის ტვინის ცალკეული სისტემების გადასვლა ძილიდან ღვიძილში არათანაბარია. „გამოღვიძების“ დროს მარტივ მოძრაობით ფუნქციებთან შედარებით, ცნობიერება რჩება შეკავებული. ეს განაპირობებს ცნობიერების შეცვლას ბინდისებური ტიპით ღრმა დეზორიენტირებით. ილუზორული და ჰალუცინაციური განცდების ზეგავლენის ქვეშ ბისდისებური ცნობიერების მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს შეუძლია შეასრულოს რიგი ავტომატიზებული, ხშირად საკუთარი თავისა და გარშემომყოფთათვის საშიში გაუცნობიერებელი მოქმედებები. საბოლოო გამოღვიძების შემდეგ - ამნეზია. ეტიოპათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის რეზიდუალურ-ორგანული პათოლოგია და დროებით მოქმედი პათოგენური ფაქტორები (ალკოჰოლი), აღნიშნულია აგრეთვე წინმსწრები ემოციური დაძაბულობის, გადაღლის, იძულებითი უძილობის, სომატოგენური ასთენიზაციის როლი (Морозов Г.,В.,)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9