A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალუცინოიდები

Rus. галлюциноиды
(Ионов Е.А., 1941) შუალედური ფსიქოპათოლოგიური ფენომენები. ნორმალურ წარმოდგენებისა და ჰალუცინაციებს შორის; არასრული, დაუმთავრებელი ჰალუცინაციები, გარდამავალი ეტაპი ჰალუცინაციების განვითარების გზაზე. მათ მიეკუთვნებათ ფსევდოჰალუცინაციები, აზრთა გახმოვანება, ეიდეტიზმი. არსებობს ჰ–ის გაგების სხვა კრიტერიუმებიც. უშაკოვი (Ушаков Г.К., 1969) მათ მიაკუთვნებს მხედველობით ჰალუცინაციებს. რომლებიც აღმოცენდება დღისით (არ არის დაკავშირებული ძილთან) თვალების დახუჭვისას სომატოგენური ასთენიის დროს. რიბალსკი (Рыбальский М.И., 1982) ჰ–ს უწოდებს არასრულ ფსევდოჰალუცინაციებს. რომლებიც აღმოცენდება ცნობიერების შეცვლის გარეშე აზროვნების დარღვევასთან დაკავშირებით, მოკლებულია ბუნებრივ გარეგან გაფორმებას, არ აქვს მკაფიო ლოკალიზაცია სივრცეში ავადმყოფის მიერ აღიქმება როგორც რაღაც არარეალური (წამიერი, არამკაფიო, არამკვეთრი ხატები, გაურკვეველი არამკაფიო მონოლოგი, რომელიც ისმის გარედან, მაგრამ გაურკვეველია მათი შინაარსი და სივრცეში ლოკალიზაცია).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9