Rus. галлюциноз педункулярный (Lhermitte J., 1920) გვხვდება თავის ტვინის ღეროს ლოკალური დაზიანების დროს III პარკუჭის და ტვინის ფეხების მიდამოში სისხლჩაქცევის, სიმსივნის შედეგად; შეიძლება ჰქონდეს ინფექციურ-ინტოქსიკაციური ეტიოლოგია. ხშირად აღმოცენდება მოხუცებში მნესტიკური უკმარისობის და ძილის დარღვევის დროს, ხასიათდება შეტევისებრი წარმოშობით, ხშირად საღამოობით, მხედველობითი მოძვრავი მიკროსკოპული, ფერადიჰალუცინაციებით. მხედველობითი სახეები გამოირჩევა კალეოდოსკოპურობით, იცვლის ფორმას, ზომას და სივრცეში მდებარეობს. არ არის გამოხატული შიშის გრძნობა, ავადმყოფები გამოდიან მშვიდი მაყურებლის როლში. შენარჩუნებულია კრიტიკულინ დამოკიდებულება ჰალუცინაციების მიმართ. ცნობიერება რჩება ნათელი. აღწერილია თავის ტვინის მეზენცეფალური მიდამოს ფუნქციური პათოლოგიის დროსაც. (Залклинд О.М., 1937)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.