A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლებ ლეგ ლევ ლეთ ლეი ლემ ლენ ლეო ლეპ ლეჟ ლერ ლეს ლეტ ლეშ ლეხ

ლეტალობა

Rus. летальность
L. letalis – სასიკვდილო
სამედიცინო სტატისტიკური მაჩვენებელი, გარდაცვლილთა რაოდენობის შეფარდება ამავე სნეულებით დაავადებულთა რაოდენობასთან, გამოხატული პროცენტებში გარკვეული დროის მონაკვეთში (ჩვეულებრივ 1 წლის მანძილზე). არჩევენ საავადმყოფოსშიგა ლეტალობას – საავადმყოფოში რაიმე დაავადებისგან გარდაცვლილთა რაოდენობის შეფარდება იმავე საავადმყოფოში იმავე დაავადებით ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების რაოდენობასთან; საავადმყოფოსგარე ლეტალობას – რაიმე დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობის შეფარდება ამავე სნეულებით დაავადებულთა რაოდენობასთან; და საერთო ლეტალობას – როგორც საავადმყოფოში ისე მის გარეთ რაიმე დაავადებისგან გარდაცვლილთა რაოდენობის შეფარდება ამავე სნეულებით დაავადებულთა რაოდენობასთან. ლეტალობა თერაპიული პრეპარტების. სამკურნალო მეთოდებისა და სამკურნალო დაწესებულებებში სამკურნალო საქმის დაყენების ეფექტურობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ლეტალობა არ უნდა ავურიოთ სიკვდილიანობაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9