A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

DE DI DO DR DS
DIA DIF

Diagnostic criteria for Alcohol withdrawal

291,8-DSM IV-ით ალკოჰოლის აღკვეთის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები (ადაპტირებული). ა) ალკოჰოლის ხანგრძლივი და დიდი რაოდეობის მოხმარების შემდეგ მისი მიღების შემცირება ან შეწყვეტა. ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან მეტი, განვითარებული ა. კრიტერიუმის გამო რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ: 1. ავტონომიური სისტემების ჰიპერრეაქტიულობა (ოფლიანობა, პულსის აჩქარება 100-ზე ზევით წუთში); 2. კიდურების ტრემორი; 3. ინსომენია; 4. გულისრევა ან ღებინება; 5. მხედველობითი, სმენითი და ტაქტილური ილუზიები და ჰალუცინაციები; 6. ფსიქომოტორული მოუსვენრობა; 7. შფოთვა; 8. ეპილეფსიფორმული გულყრები. გ) სიმპტომები ჩამოთვლილი ბ. კრიტერიუმში იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებს ინდივიდის სოციალურ ფუნქციონირებაში; დ) სიმპრომები არ არის დაკავშრებული ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაშთან ან რაომე სხვა ფსიქიკურ დაავადებასთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9