Rus. психозы эндореактивный подростковые ფსიქიკური დაავადებების ჯგუფი, რომელთა წარმოშობაში ფსიქოგენური და ენდოგენური ფაქტორები ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ შეუძლებელია რომელიმესადმი უპირატესობის მინიჭება. ფსიქიკური ტრავმა მოიცავს ენდოგენურ მექანიზმებს, რომლებიც ამზადებს ნიადაგს ახალი ფსიქოგენური ფაქტორების ზემოქმედებისათვის. გამოყოფენ სამ ძირითად კლინიკურ ფორმას – ენდორეაქტიული დეპრესია ციკლოიდებში, ფსიქიკური ანორექსია (ენდორეაქტიული პუბერტატული ანორექსია) და მოზარდთა დისმორფოფობია. Личко А.Е., 1979
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.