A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აბა აბე აბი აბლ აბნ აბს აბუ

აბსტინენციური სინდრომი ალკოჰოლური

Rus. абстинентный синдром алкогольный
აღწერილია ჟიზლინის (Жислин С.Г., 1929) მიერ 1955-იდან ჯანმოს მიერ შემოღებული ტერმინი ალკოჰოლის აღკვეთის სინდრომი („alcohol withdrawal“) სინდრომი აღმოცენდება ალკოჰოლიზმის I სტადიის ბოლოს და II სტადიის დასაწყისში. უმრავლეს მეცნიერთა აზრით იგი წარმოადგენს ალკოჰოლოზმის II სტადიის ჩამოყალიბების კარდინალურ მაჩვენებელს. ა.ს.ა. ჩამოყალიბების პროცესში გაივლის 2 სტადიას: საკუთრივ აბსტინენციურ სტადიას, როდესაც განვლილი ალკოჰოლური ექსცესიის მეორე დღეს ან რამდენიმე საათის შემდეგ წარმოიშობა სომატურ-ვეგეტატიური და ასთენიური სიმპტომები. ამ პერიოდში აღნიშნულ მოვლენათა კუპირებისათვის ალკოჰოლის განმეორებითი მიღება არ ხდება. უსიამოვნო სიმპტომთა კომპლექსი ან თავისთავად რედუცირდება ან გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მასტიმულირებელი ნივთიერებები (ჩაი, ყავა და სხვა) მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, ადგილი აქვს სინდრომის გადასვლას შემდგომ სტადიაში, რომელსაც უწოდებენ „გამოზარხოშების სინდრომს“ (იხ). ამ პერიოდიდან მოყოლებული აბსტინენციური გამოვლინებების კუპირება ხდება ალკოჰოლის ჩვეული დოზების მიღებით. ა.ს.ა-ის აღმოცენების დრო, დაკავშირებულია, ერთი მხრივ მიღებული ალკოჰოლის სახესთან (მაგარი – არაყი, კონიაკი, ვისკი, თუ მსუბუქი – ღვინო, ლუდი. ხოლო, მეორე მხრივ, პოპულაციაში მიღებულ სმის ტრადიციასთან ე.წ. ღვინის, ლუდის და არყის ალკოჰოლოზმში. აბსტინენციური სინდრომი დროში გადანაცვლებული
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9