A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მუდ მუკ მურ მუს მუტ მუჩ

მუტიზმი აკინეზური

Rus. мутизм акинетический
Gk. a — არა. kinesis - მოძრაობა
სინდრომი, რომელშიც წინა პლანზე გამოდის ყველა მოძრაობითი ფუნქციის შეკავება. მათ შორის მეტყველების, ჟესტიკულაციის, მიმიკის. არ არის სპონტანური მეტყველება და მოძრაობა, დავალება სრულდება შენელებულ ტემპში. ამ დროს აღინიშნება ნათელი ცნობიერება, არ არის გამოხატული ძილიანობა, ავადმყოფები მზერას აფიქსირებენ ნაჩვენებ საგნებზე. ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე. მდგომარეობიდან გამოსვლისას შესაძლებელია ამნეზია. სინდრომი მოკლებულია ნოზოლოგიურ სპეციფიკურობას და აღინიშნება როგორც თავის ტვინის ორგანული დაზიანების (III პარკუჭის სიმსივნე, მეზენცეფალური ლოკალიზაციის ჰემანგიომები, ბაჩილარული არტერიის თრომბოზი, ენცეფალიტები, თავის ტვინის შუბლის წილის ცეცხლსასროლი ჭრილობები), ასევე ნარკოლეფსიის, შიზოფრენიის, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის, ისტერიის დროს. Cairns h., Oldfield R.C., Pennybacker J.P., Whitebridgr D., 1941
Synonym: აკინეზური მდგომარეობები, აკინეზია ჭეშმარიტი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9