Rus. психозы послеоперационные ფსიქიკური დარღვევები, აღმოცენებული ოპერაციის შემდეგ, ჩვეულებრივ, პირველი 2 კვირის განმავლობაში. დამახასიათებელია ცნობიერების აშლილობის მდგომარეობები, დეპრესია, არახანგრძლივი პარანოიდები, ჰალუცინაციურ-პარანოიდული მდგომარეობები. განიხილება როგორც მწვავე ეგზოგენური ტიპის რეაგირების სინდრომების გამოვლინებანი. ფსიქოზის სიმპტომატიკაში კლაისტი არჩეედა ჰომონიმურ (მანიაკალურ-დეპრესიული მდგომარეობები, გუნება-განწყობის გამღიზიანებლური და უნდობლურ-პარანოიული ცვლილებები) და ჰეტერონიმურ (გაბრუება, ბინდისებური ცნობიერება, დელირიუმი, სტუპორი, ჰიპერკინეზური აგზნება, შიშნარევი უმწეო აბნევა, ჰალუცინოზები, ბოდვა) მდგომარეობებს. Kleist K., 1916
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.