A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კლა კლე კლი კლო

კლიმაქტერიული პერიოდი

Rus. климактерический период
Gk. klimaktēr-საფეხური, გარდატეხის პერიოდი
სიცოცხლის პერიოდი, ხასიათდება გენერაციული ფუნქციის შეწყვეტით. რიგ შემთხვევაში მიმდინარეობს ენდოკრინული, ვეგეტატიური და ფსიქიკური დარღვევებით (კ.პ. პათოლოგიური, კლიმაქტერიული სინდრომი). 45 წლამდე ქალებში და 50 წლამდე მამაკაცებში კ.პ.-ის დადგომისას ლაპარაკია ადრეულ კლიმაქსზე. ქალებში ნაადრევი კლიმაქსის მიზეზია საშვილოსნოსა და საკვერცხეებზე წარმოებული ოპერაციები, ქალის სასქესო ორგანოების დასხივება. კ.პ.-ში ხშირია სომატურად განპირობებული ნევროზისმაგვარი მდგომარეობები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9