A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კლა კლე კლი კლო

კლიპელ-ფაილის სინდრომი

Rus. Клипеля-Феиля синдром
(Hutchinson, 1893; Klippel, Feil 1912) მემკვიდრეობით განპირობებული (დომინანტური) განვითარების ანომალია. ორსულობის მე-3 თვეს chorda dorsalis-გან კისრის მალების დიფერენცირების შეფერხება. ძვლოვანი ანომალია ზეწოლას ახდენს სისხლძარღვებზე ან უშუალოდ ზურგის ტვინის ზედა ნაწილებსა და ტვინის ღეროზე. დამახასიათებელია: მოკლე კისერი, თავი ღრმად არის ჩამჯდარი ბეჭებში. კისრის მალების ზომები შემცირებულია. თავის მოძრაობა შეზღუდულია; მალების ანომალია (სოლისებრი მალები), კიფოსქოლიოზი, დამატებითი ნეკნები spina bifida cervicalis, კეფის დიდი ხვრელიდან ან ქალის ღრუდან გამომავალი ნერვების კომპრესიული დამბლები, იშვიათად – ცქერის პარეზი, სიყრუე, გარეთა სასმენი ხვრელის აგენეზია, ოლიგოფრენია, სირინგომიელია. აგრეთვე შესაძლებელია განვითარების სხვა ანომალიებიც – formen ocale apertum, უკანა გასავალის ატრეზია, მგლის ხახა და სხვა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9