A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აბა აბე აბი აბლ აბნ აბს აბუ

აბსტინენციური სინდრომი ნარკოტიკული

Rus. астинентный синдром наркотический
აღმოცენდება, მისი ფორმირების სისწრაფე, გამოხატულების სიმძაფრე დამოკიდებულია ნარკოტიკული საშუალების სახეზე და ორგანიზმში შეყვანის გზაზე. ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების ბოროტად გამოყენება არ წარმოშობს ა.ს-ს, მისი ჩამოყალიბების ყველაზე მაღალი ტემპი აღინიშნება ოპიოიდების ხმარების დროს, შედარებით უფრო შენელებული – საძილეებისა და სტიმულატორების ხმარებისას, უფრო სუსტი – ჰაშიშიზმის დროს. ფორმირების ტემპი ასევე დამოკიდებულია მიღებული ნარკოტიკული საშუალების დოზაზე. ოპიოფაგიის ან ოპიუმის წევის შემთხვევაში ა.ს.ნ. ყალიბდება უფრო გვიან, ვიდრე ინტრავენური ოპიომანიის დროს. მიუხედავად მრავალგვარი გამოვლინებებისა, რომელიც დამოკიდებულია ნარკოტიკული საშუალების სახეზე, ისინი იყოფა ძირითადად ორ ჯგუფად: ფსიქიკური სიმპტომები და სომატურ-ნევროლოგიური სიმპტომთა კომპლექსი, რომელთაც თითქმის ყოველთვის თან ერთვის ამა თუ იმ სიძლიერით გამოხატული სენსტოპათიური და აკათიზიური მოვლენები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9