A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები მალარიული

Rus. психозы малярные
ძირითადად აღმოცენდება მალარიის შეუპოვარი მიმდინარეობის დროს შეტევათა შორის აპირეტიულ მდგომარეობებში. მიმდინარეობს მწვავედ (ცნობიერების დაბინდვა დელირიული ან ამენციური ტიპით, მანიაფორმული და ჰალუცინაციური ჩართვებით, ცნობიერების ბინდისებური დარღვევა ეპილეფსიფორმული აგზნებით). პროტრაჰირებულად (ძირითადად მანიაფორმული სიმპტომატიკით, რომელიც აღწევს აბნევის ხარისხს) და ქრონიკულად (ორგანული ფსიქოსინდრომის წარმოშობით). ზოგჯერ ფ.მ. განპირობებულია ენცეფალიტების განვითარებით, რაც იწვევს პიროვნების დეფექტს (ე. ნაკაშიძე, 1938; Молохов А.И., 1953; Ьуграбян А.А., Оганесян В.О, 1956)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9