A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ლა ლე ლი ლო ლტ ლუ
ლტო

ლტოლვა სექსუალური

Rus. влечение сексуальное
G. Sexsualstrieb
ფსიქოანალიზში: შინაგანი დაძაბულობა, რომელიც სცილდება ზოგადად მიღებული სექსუალური ქცევის ჩარჩოებს და განსხვავდება სექსუალური ინსტინქტისაგან. მისი ობიექტი ბიოლოგიურად არ არის განსაზღვრული და მისი მიღების საშუალებები (მიზნები) ცვალებადია – დამოკიდებულია სხვადასხვა ორგანოების ფუნქციებზე (ეროგენური ზონები). სექსუალური აგზნების სხეულოვანი მრავალსახეობა მიუთითებს, რომ სექსუალური ლტოლვა თავიდანვე მოკლებულია ერთიანობას და გამოხატულია ლოკალური სექსუალური დაკმაყოფილებით (მიღებული ამა თუ იმ ორგანოს მიერ). ფსიქოანალიზი თვლის, რომ ადამიანის ლ.ს. დაკავშირებულია წარმოდგენებსა და ფანტაზიებზე, რომელშიც იგი ღებულობს კონკრეტულ ფორმას, ევოლუციურ განვითარებაში ორგანიზდება სქესობრივი მახასიათებლებით, იღებს სიმყარეს, მიზანდასახულობას და უახლოვდება ინსტინქტს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9