Rus. психоз маниакально-депрессивный ენდოგენური ფსიქიკური დაავადება, მიმდინარე აფექტური ფაზების (დეპრესიული და მანიაკალური) სახით, შუალედებში ნათელი პერიოდებით, ინტერმისიებით. ხანგრძლივი მიმდინარეობის დროსაც კი ფსიქიკური დეფექტის ნიშნები, არსებითი პიროვნული ცვლილებები არ აღინიშნება. მოიცავს კლინიკურად გამოხატულ (ციკლოფრენია) და რბილ (ციკლოთიმია) ფორმებს. ამჟამად სადისკუსიოა მონოპოლარული აფექტური ფსიქოზების დამოუკიდებლობის ნოზოლოგიური საკითხი (Leonhard K., 1957; Angst J., 1966; Perris C., 1966) ზოგი ავტორის (Пападопулос Т.Ф., Шахматовф-Павлова И.В., 1983) აზრით, აფექტური ფსიქოზების დაყოფა მხოლოდ ერთი კლინიკური ნიშნის, მონო- ან ბიპოლარული მიმდინარეობის მიხედვით არასაკმარისად დასაბუთებულია, თუმცა, განსხვავება კლასიკური ბიპოლარული და მონოპოლარული ტიპების მიმდინარეობას შორის არსებობს. ამ დროს როლს ასრულებს ასაკობრივი და კონსტიტუციურ-გენეტიკური ფაქტორები. დაავადების მიმდინარეობაში შესაძლებელია შერეული მდგომარეობები, რომლებშიც წარმოდგენილია ორივე ფაზის ელემენტები
Synonym: ცირკულარული შეშლილობა, მდფ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.