ფსიქოპათიის ფორმა, განუშკინის (Ганнушкин И.Б., 1933) მიხედვით, მის ძირითად ნიშნებს წარმოადგენს „უკიდურესი გადაწყვეტილება, შიში და მუდმივი მიდრეკილება ეჭვნეულობისადმი“. ფსიქასთენიური პიროვნების ხასიათი განისაზღვრება მშფოთვარე ეჭვნეულობით, საკუთარ თავში დაურწმუნებლობით, თუმცა, არაიშვიათად ვლინდება პიროვნული კომპენსაციური ხაზები ეპილეფსოიდური კომპონენტის სახით (ტორპიდულობა, რიგიდობა, ემოციურ და აზროვნებით სფეროებში პედანტურობა) (Janet P., 1908) პიროვნების ფსიქასთენიური აქცენტუაციის და ფსიქოპათიის დროს ასეთი „ზესიზუსტე“, ლეონჰარდის (Leonhard K., 1964,1968) მიხედვით, პიროვნული დეზადაპტაციის კომპენსაციის ნაცვლად იწვევს ანომალიური ხაზების გამოხატულების გაღრმავებას, გამკაცრებას, ნევროზულ ჩავარდნას. ამ დროს განსაკუთრებით იოლად ვითარდება და გახანგრძლივებულად მიმდინარეობს აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.