A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მაგ მად მაზ მათ მაი მაკ მალ მან მარ მას მატ მაუ მაქ მაწ მახ

მასერმანის კონცეფცია ბიოდინამიკისა

Rus. Массермана концепция биодинамики
შემუშავებულია ფსიქოანალიზის ფარგლებში, თან ერთვის ბიჰევიორიზმის იდეები, მიზანია – ადამიანის და ცხოველის ქცევის გამოვლინებების აღწერა და ძირითადი ცნებების სისტემატიზაცია. ემყარება 4 პრინციპს – მოტივაცია, გარემო, ადაპტაცია და კონფლიქტი. 1. ყველა ორგანიზმს ამოძრავებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები; 2. ორგანიზმი გარემოს ზემოქმედებაზე რეაგირებს ინტერპრეტაციით, საკუთარი მოთხოვნილებების ინდივიდუალური ტერმინებით, სპეციალური უნარით და პიროვნული გამოცდილებით; 3. გარე წინააღმდეგობასთან ორგანიზმის კონფლიქტის დროს ცვლის მიზნის მიღწევის ხერხს. ტექნიკას ან თვით მიზანს; 4. ერთდროულად არსებული ორი ურთიერთგამომრიცხავი მოტივაციის დროს დგება შფოთვის მდგომარეობა, ირღვევა ორგანიზმის ადაპტაცია, მისი ქცევა ხდება ამბივალენტური, გამოვლინდება ჩანაცვლების უნარის მოშლა (ნევროზული) ან ფსიქიკური გამოვლინებების დეზორგანიზაცია, რეგრესიულობა და უჩვეულობა (ფსიქოზური). კლინიკურ პრაქტიკაში ბიოდინამიკამ ჰპოვა გამოხატულება ბიჰევიორისტულ ფსიქოთერაპიაში. Masserman J.H., 1955
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9