Rus. метод интервьюE. interview სოციალურ-ფსიქოლოგიური გამოკვლევის მეთოდი; პირველადი ინფორმაციის შეკრება უშუალო მეტყველებითი კონტაქტის საშუალებით. ინტერვიუ შეიძლება იყოს: სტანდარტიზებული. გამოიყენება წინასწარ მომზადებული შეკითხვები; არასტანდარტიზებული, გულისხმობს საუბრის ტაქტიკურ მოქნილობას, მის ცვალებადობას სიტუაციასთან დაკავშირებით; ნახევრადსტანდარტიზებული, რომლის დროსაც დაშვებულია დაპროგრამებული საუბრებიდან გადახრა. მ.ი. ხელს უწყობს კონტაქტის დამყარებას გამოსაკვლევსა და მკვლევარს შორის. აგრეთვე გამოიყენება სამედიცინო ფსიქოლოგიაშიც. მ.ი-ს ელემენტები და მათი პრინციპების ცოდნა საჭიროა ექიმი–ფსიქიატრისთვის ანამნეზის შეკრების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.