A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფრა ფრდ ფრე ფრო ფრუ

ფრდრაიხის დაავადება

Rus. Фридрайха болезнь
ოჯახურ–მემკვიდრეობითი დაავადება, ხასიათდება პროგრესული ატაქსიით და პირამიდული პარაპარეზებით. თანდათან ღრმავდება კოორდინაციის და ნებითი მოძრაობების დარღვევა. იწყება ბავშვთა ასაკში (6-12 წელი). ფსიქიკის მხრივ - უინიციატივობა, მოდუნება, ინტერესების სფეროს შეზღუდვა. ხშირად თან ახლავს გონებრივი განუვითარებლობა, მეტყველება სკანდირებული ან ექსპლოზიურია. ნისტაგმი, მოძრაობითი მოუსვენრობა. ღრმა და ვიბრაციული მგრძნობელობის მოშლა. მყესთა რეფლექსების გაქრობა, ჩნდება პათოლოგიური რეფლექსები (ბაბინსკის). ტიპურია ჩონჩხის ცვლილება – კიფოსქოლიოზი, ტერფების დეფორმაცია (ფრიდრიხის ტერფი). გადაცემის ტიპი - რეცესიული. Friedreich N.,1863
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9